ნუთუ სიზმარიც ხდება ხანდახან
და სადღაც ჩემთვის ინათებს ზეცა,
მეც მოვალ შენთან, იქ აღსავალთან,
მზე მოუკიდებს შენს თვალებს ცეცხლს და
აბრჭყვიალდება ირგვლივ გარემო,
შემოიჭრება ჩემში მზის სხივი,
და შენ ამოხსნი, ჩემო ძვირფასო,
იდუმალებას ჩემი ღიმილის.
მზე ჩაიმსხვრევა ზღვათა ბროლებში,
როგორც სამყაროს დიდი მისანი,
და მეც მივხვდები, შენა ხარ მხოლოდ,
ის ერთადერთი და შენც მიცანი.
No comments:
Post a Comment