შენ სიყვარულით სავსე დამხვდები,
მე როცა მოვალ ნაზი ბინდებით,მე თეთრ ყვავილთა მერქვევა თოვა,
შენ ჩემი ნახვით ნუ გაკვირდები..
მე ხომ ქალწულად თეთრ კაბით მოვალ,
ვით აისიდან მოსული სხივი,
მე, წარმავალი, ქალწულად მოვალ,
როგორც ნუშების, ატმების კვირტი.
მოვალ და თავზე შემოგევლები,
როგორც ნიავი ნაზი და თბილი,
მე ყვავილების მერქმევა თოვა
და შენს კალთაში ვაპირებ სიკვდილს.
მაია დიაკონიძე
22.10.2021წ
No comments:
Post a Comment