განა
ისეთი ლამაზი ვარ, შენ რომ გგონია,
ეს
სიყვარულმა დაგიბრმავა, ვაჟო, თვალები,
ფართოდ
გახსენი და მოისმენ სხვა სიმფონიას,
ჩემს
სულში უკვე შემოდგომის ჰქრიან ქარები.
გაძარცვულია
სიყვარულის ლურჯი ბაღები,
მზესაც
კი უკვე დაუკარგავს ხიბლი და ძალა,
და
გაზაფხულის ლამაზ კვირტებს თეთრებს და ლაღებს
მხოლოდ
ხანდახან ჩემს ტილოზე ფუნჯებით ვხატავ.
No comments:
Post a Comment