იმ
ღამეს, როცა ვიყავით ერთად,
გადმოვიარე
უკუნი სივრცე,
შენ
წერდი რაღაც უცნაურ ეტრატს,
მე
კი სიამის ფიალას ვცლიდი.
შენ
მიყურებდი თვალებში უბრად,
მე
კი სიყვარულს გახვევდი ტანზე,
ჩვენი
გრძნობები დიადი, ნაზი,
ვიდოდა
მაღლა, სწვდებოდა ცამდე.
შენ
ის იყავი, ვისაც ველოდი,
მეც
ის ვიყავი, შენ ვინაც გსურდა.
და
დარდის მოსწყდა ჩვენს გულებს ლოდი,
იწვოდა
ზეცა და მიწაც ხურდა.
No comments:
Post a Comment