Wednesday, October 20, 2021

ჩემო ამაყო ხარო ნიკორა!

 სულის ყვავილებს ვინღა დაითვლის,

ღმერთმა რომ ასე მრავლად გიბოძა,

შენ ჩემი ხმა ხარ, ჩემი მანდილი,

ჩემო ამაყო ხარო ნიკორა!

საქართველო ხარ, გაშლილი მხრებით,

გიტარებია დარდი და მწუხრი,

მაგრამ სიხარულს მალე ეწვევი

და დაგავიწყებს ყოველგვარ წუხილს.

მთაც შენა ხარ და ზღვაც უსასრულო,

ქედები, ბაღი, თეთრი შროშანიც,

შენ ღმერთმა ერის კაცად დაგნიშნა

ხარ უკვდავების გვირგვინოსანი.




No comments:

Post a Comment