Saturday, October 23, 2021

ბეღურა, ავტ. ელგუჯა ციგროშვილი

 ბეღურა.

1. არ ფრთხილობს ბეღურა,ფრთამალი,
გარემოს რომ იკლებს ჟღურტულით...
ან ჩამოუქროლებს ალალი,
ან ვინმე მოაგნებს შურდულით.
2. თუმცა ეს ნაკლებად ადარდებს,
სულ სხვა აქვს საწუხარ-სათქმელი,
არ იქნა,არაფრით გაიღო,
იმის წინ ნაცნობი სარკმელი.
3. კუჭი რა...სულს ვეღარ აპურებს,
თვალებს მოუსვენრად აცეცებს,
ეძებს და ვეღარა პოულობს,
რაფაზე იმედის ნამცეცებს.
4. ნეტავი რა იქნა ის გოგო,
დაორთქლილ მინებს რომ ხატავდა,
მზეებს რომ იტევდა თვალებში
და სითბოს ფანჯრიდან ჰფანტავდა.
5 ეხლავე მის ძებნას დაიწყებს,
ოთხივ მხრივ დაგზავნის ფარეშებს,
თორემ... რა გაიყვანს ამ ზამთარს,
მისი გულის სითბოს გარეშე!
ელგუჯა ციგროშვილი.
ქ.თესალონიკი. 14.10 2015 წელი.

No comments:

Post a Comment