Tuesday, October 5, 2021

ჩემო ნისლა ხარო! (სატრფიალო)

 ჩემო ნისლა ხარო!


შენი სულის აპოთეოზს თუ კი მივწვდი,

თუკი ხელი ჩამოვკარი იმის სიმებს,

როგორიც ხარ, თუ ისეთი შეგიყვარე,

შეგიყვარე და არაფერს არ დაგიდევ.

გამოვყვები შენკენ ქარს და მფრინავ ნისლებს,

თუ იღბალი საშენოდ მე გამიმეტებს,

შენც წამოდი ჩემკენ, ჩემო ნისლა ხარო,

სადმე გზების გასაყარზე დამიბედე.

No comments:

Post a Comment