Wednesday, October 6, 2021

მე მაშფოთებენ შენი თვალები (სატრფიალო)

მე მაშფოთებენ შენი თვალები,
ჩემკენ რომ ჩუმად ცეცხლებს ისვრიან
და მზერა ასე დაჟინებული,
ჩემია? იქნებ სულაც სხვისია?!
მათრობს სიტყვები ჯერაც ართქმული,
ტანში რომ მივლის ელვად და ქარად,
ამ შემოდგომის დიად ფერებში
ნუთუ გამიღებ სამოთხის კარსაც.
"ოქროსფერი ხარ, ჩემო მადონა",
მეტყვი და გრძნობას ამოაყოლებ...
მე მაშფოთებენ შენი თვალები,
ვნებადაუმცხრალ ცეცხლით მათბობენ.

No comments:

Post a Comment