Sunday, October 10, 2021

მარტო მე რატომ უნდა მიყვარდე(სატრფიალო)

 შენ როგორც ბანგი, მოდიხარ,  მათრობ,

მზერას ვიჭერ და ვმალავ თვალებში,

ვხუჭავ, დიდხანს რომ იქ შევინახო, 

არ გამეპაროს, არსად გამექცეს.

მერე ფანჯრიდან გიყურებ დიდხანს,

როგორ მიდიხარ, არც იხედები,

თვალცრემლიანი ვიკავებ სუნთქვას,

ნეტავ გრჩებოდეს უკან ფეხები,

ეჭვები გღრღნიდეს ოტელოსავით,

ვით დეზდემონა, ძლიერ გიყვარდე,

არ ეჭვიანობ? მაშ არც გიყვარვარ,

მარტო მე რატომ უნდა მიყვარდე?!



No comments:

Post a Comment