Saturday, October 9, 2021

მოვარდნილი ვარ მთიდან მდინარე

მოვარდნილი ვარ მთიდან მდინარე
და მომაქვს ზათქით კლდე და ღრეები...
საღათას ძილით ვიყავ მძინარე,
მქონდა უშენო, უტყვი დღეები...
მზეც ჩემშია და მთვარეც ეული,
რომ ავლებს ნაზად თვალს არემარეს,
შენც ჩემში ხარ და ჩემი სხეული
შენ დაგატარებს დღეცა და ღამეც.


No comments:

Post a Comment