თუ
გიყვარვარ, რად არ მიშლი ფიანდაზს,
ზედ
ვიფრინო, როგორც ნორჩმა პეპელამ,
სიყვარულის
ფრთები ლაღად გავშალო,
დავემსგავსო
თვალჟუჟუნა სეფექალს.
შემოგივლი
გალობით და ჭიკჭიკით,
"მიყვარხარო",
გეტყვი ასჯერ, ათასჯერ
და
მონუსხულს ჩემი ჯადო-თილისმით
ზეცაში სულ ღრუბელ-ღრუბელ გატარებ.
No comments:
Post a Comment