იდუმალების ჯადოსნურ ველზე,
როგორც
დარვიში მეპატიჟები,
იქ,
სადაც გრძნობას კვებავს მითები,
სემირამიდას
მოჩანს ხიდები.
სადაც
ათოვენ ტკბილ ლამაზ სიზმრებს,
სადაც
ზღაპრებს აქვს კეთილი ბოლო,
მეც
ვესტუმრები თვალწარმტაც მღვიმეს,
თუ
მე გიყვარვარ მხოლოდ და მხოლოდ.
No comments:
Post a Comment