Friday, October 8, 2021

დამიარა ელვამ....(სატრფიალო)

დამიარა ელვამ ქუხილით და ზათქით,
როცა სულ პირველად შენი ცალი ვნახე,
ტანში ჟრუანტელმა გამაცივა, შემკრა,
თუმცა ზეციერის იყო ესე ნება.
და ვინანე კარგო, რად არა ვარ ნორჩი,
შენცა გხედავ ახლა ბედის მონა-მორჩილს,
რად არა ვარ ახლა თუნდაც ოცი წლისა,
შენ არ იყო სხვისი, მეც არ იყო სხვისა.

No comments:

Post a Comment