Saturday, October 2, 2021

პაემანი მდინარის პირას (სატრფიალო-ეროტიკული)

შიგ მდინარეში დიდ თეთრ ქვაზე ვიწექი მზის ქვეშ,
თავს დამნათოდა და მათბობდა ის გოლიათი,
წყალი გარშემო მივლიდა და შხეფებს მესროდა,
ალბათ, თუ ჩემს ნაზ ლამაზ მკერდზე რჩებოდა თვალი.
შენს მოლოდინში გავითანგე, ჩამძინებოდა,
მზეც გადავიდა, გავიღვიძე, გავაღე თვალი,
შენც მომწოლოდი და ჩემს გვერდზე ჩაგძინებოდა,
მკლავზე შეგეხე, დაგიკოცნე კისერი, მხარი.
გამოგეღვიძა, შემაცქერდი სახეში უცხოდ, 
თითქოს ვერ მიცან და როდესაც ძლიერ გავბრაზდი,
სულ  დამიკოცნე ეს ტუჩები ავსილი ბრაზით,
და როცა მთხოვე პატიება,, მყისვე დავზავდით.

.



No comments:

Post a Comment