Friday, October 1, 2021

სანუკვარი შემოდგომა დადგა (სატრფიალო)

 სანუკვარი შემოდგომა დადგა,

შენ ეწვიე ძველ თბილისის ქუჩებს,

მეც შემოგხვდი შემოძარცვულ ბაღთან,

გავუღიმეთ მკერდშემომჭკნარ ნუშებს.

ნისლებში და წვიმის ღვარში ვდგავართ,

თავზე დიდი გვაფარია ქოლგა,

გარშემო კი ყველაფერი ნათლად, 

მზის სხივივით ოქროსფერად მოჩანს,

იმიტომ რომ ერთადა ვართ, ჩემო,

იმიტომ რომ სიყვარული გვმოსავს,

შევაერთებთ ჩვენ გულებს და ხელებს

მაღლა ცაში გავფრინდებით როცა. 


No comments:

Post a Comment