Sunday, October 31, 2021
შიში (მოთხრობა)
როცა ამქვეყნად აღარავის აღარ სჭირდები
როცა ამ ქვეყნად აღარავის არა სჭირდები
და მიუყვები ამ ცხოვრებას მარტო, ეული,
ზოგჯერ მგელივით შეგაშფოთებს ზამთრის სიცივე,
მაშინ გამშვიდებს მირაჟები ზღაპრისეული.
ზიზილ-პიპილო დაგიმშვენებს მაშინ მაგ სახეს,
ამ ცხოვრებიდან უარაფროდ სულ რომ არ გაქრე,
და გახსენდება სახე ნაზი დედის და მამის,
როცა იყავი სულ უმწეო და თოთო ბავშვი.
მაშინ უყვარდი, მაშინ სწამდათ, ხარ საოცრება,
აგისრულდება ყველა ნატვრა, ყველა ოცნება,
მაგრამ შენ ახლა მიჩანჩალებ ამ გზებზე მარტო,
და გიხარია, ფიფქებად რომ ლამაზად გათოვს,
ნაძვები დგანან, და გიღიმის დედა და მამა...
ამ ღამით ჩემთან გელოდები (სატრფიალო-ეროტიკული)
ამ ღამით ჩემთან გელოდები,
დათოვლილ მთებში,
გავშალოთ ჩვენთვის
სიყვარულის თბილი კარავი,
შემომიწვები, რომ გამათბო,
სურვილით, ვნებით,
თითქოსდა შეგვკრეს
ცეცხლოვანი რგოლით, ქამარით,
მე მოგხვევ ხელებს,
დამიკოცნი ვარდისფერ კერტებს და
სიყვარულის ლაბირინთში ჩავიძირებით,
დასაკოცნელად ყველა უჯრედს შენს ტანზე ვეძებ,
და მე ვოცნებობ შენ ერთადერთზე.
არ დამჭირდება (სატრფიალო)
ჩვენ
სიფრიფანა ტიხარი გვყოფს აქეთ და იქით,
ოცნების
გემი მიირწევა და მოჩანს შორად,
მე
კი ფიქრებში დაღალული სიჩუმეს ვტირი,
და
სიმარტოვეს ვკნესი და ვოხრავ.
ერთხელაც,
ვიცი, ამ სიჩუმეს დაარღვევს გემი,
და
ჩემთან ლურჯი ქიმერა მოხვალ,
აღარ
ვიქნები მარტო და მწირი,
არ
დამჭირდება კვნესა და ოხვრა,
მზეო! (სატრფიალო)
შენ იყავ (სატრფიალო)
მინდა რომ გიყვარდე (სატრფიალო)
მინდა გიყვარდე, ისე როგორც არასდროს, არვინ,
მაგრამ ვიცი, რომ ეს ზედმეტი სითამამეა,
შენ მე არ მიცნობ და შენს გრძნობებს როგორღა მანდობ,
უბრალოდ ფიქრობ, მხარდაჭერა შენი ვალია.
და რა საქმე გაქვს ჩემს შლეგ ან და გიჟურ ვნებებთან,
თუმცა კი ცდილობ დააცხრო და მოთოკო ქარი,
შენს კეთილ გულში სითბოს ბევრი ნაპერწკალია,
და არ გინდა რომ სიყვარულის დაიდო ვალი.
Saturday, October 30, 2021
ახლაღა მივხვდი (სატრფიალო)
შენ შემერთვები (სატრფიალო)
შენთან შეხვედრის მელოდება დრო და საათი,
იქნებ
გავაბათ ჩვენ მასლაათი,
თუ
გამაცილებ ნაპირისკენ მიმავალ ნავზე,
გვერდზე
ჩავუვლით ჩიტიან ანძებს.
თუ
ვისეირნებთ გატრუნულნი ცხენებით მოლზე,
თუ
დავკრეფთ ბაღში ვარდების კოკრებს,
თუ
გირჩევნია სადმე ქოხში განმარტოვება,
რომ
ჩვენი გახდეს მთელი დროება,
და
გადავეშვათ ჩვენ იმ ღამის ბნელ უკუნეთში,
სანთლებად
ენთოს ჩვენი სხეული,
მე
გავიშლები ვარდებად და გეაცინტებად,
შენ
შემერთვები ფაქიზ ნისლებად.
ძნელია თრევა(ერთსტროფიანი, მინიმა)
ძნელია თრევა იმ მძიმე უღლის,
ზურგზე დოლაბად, ლოდებად გვაწევს,
მაგრამ კაცობა ის არის სწორედ,
ადამიანად რომ უნდა დარჩე.
მყვირალობაა ავტ. ელგუჯა ციგროშვილი
მყვირალობაა!
შენ, ჩემო ვაზის ნაჟურო! (სატრფიალო)
Friday, October 29, 2021
იქ გელოდები! (სატრფიალო)
გავშალოთ
მოლზე ჩვენთვის ლოგინი,
იქ
გელოდები, უთუოდ მოდი,
მიწის
ბორცვები გახდეს ბალიში,
საბნად
მოვისხათ სამყურას კორდი.
ალბათ,
იქნები ყველაზე ჩქარი,
ყველაზე
სწრაფი მიჯნურებს შორის,
არ
დაგავიწყდეს, ღვინო და ჯამი,
რომ
იყოს ლხენა მიჯნურთა ორის.
მაგრამ
თუ ჯამი დაგავიწყდება,
შეგასმევ
ღვინოს ჩემივე ტუჩით,
ყველაზე
ტკბილი ღვინო იქნება
გაგისინჯია
აქამდე ოდით.
ზვიად გამსახურდიას!
ვინ წაიღო შენი გულისფეთქვა,
რომ ესმოდა საქართველოს მთა-ბარს?!
ახლა გულებს დასცემია სეტყვა,
უშენობა ჩვენ თვითოეულს გვზარავს.
აღარც ცაში ბრძოლის ბაირაღი,
უთენია ზეცა ცრემლებს მალავს,
ოჰ, როგორი დასდგომია სევდა
შენს სამშობლოს, შენს მშობლიურ ქალაქს.
გამოგეღვიძა (სატრფიალო-ეროტიკული)
რატომღაც დღეს მე შენთან მოსვლა დამაგვიანდა,
შენ კი გეძინა და ჩაცმული დამხვდი საწოლზე,
მოგეალერსე, და დაგკოცნე, ჩემო, მთლიანად,
მომინდა შენთან, შენს მკლავებში ვნებით ავთრთოლდე,
შემოგიწექი და საბანიც გადაგაფარე,
ნახევრადმძინარს არ შეგცივდეს, მის შემეშინდა,
როცა მოვდუნდი, ყურადღება უკვე გავფანტე,
ბაგე მოსინჯე, მაშინ მივხვდი, გამოგეღვიძა.
ჩემო მზიანო (სატრფიალო)
ერთი ემიგრანტის ისტორია (მოთხრობა)
Thursday, October 28, 2021
რისთვის და რატომ? (სატრფიალო)
მე სულში შენი დამყვება ქარი,
როგორც ხორშაკი მიწეწავს ფიქრებს,
მაგრამ ხანდახან წყნარი და ლაღი
მივდევ ღამეულ მთვარეულ სიზმრებს.
ლურჯი ფრინველი შემოდის ჩემში,
ლურჯია თოვლი, თავზე რომ მათოვს,
ვხვდები, რომ არ ხარ ჩემთან და ჩემი,
ღმერთს ვეკითხები: რისთვის და რატომ?
არც არავის ვუნდოდი (ერთსტროფიანი)
არც არავის ვუნდოდი, არც არავინ მინდოდა,
ყველა ჩემი ოცნება ქარს და გრიგალს მიჰქონდა,
ფერით დაუწერელი დარჩა ჩემი სახლ-კარი,
თავი ზღაპრად მეგონა, თურმე იდგა ზამთარი.
მე შემოდგომის მზე ვარ (სატრფიალო)
მე
შემოდგომის მზე ვარ, მიმქრალი,
ძლივასღა
ვახელ ჩემს დიდრონ თვალებს,
გადამეფარა
შავი ღრუბელი
და
ცხვირწინ ურცხვად მირაზავს კარებს.
ჩაკეტილი
ვარ კოშკში მზექალი,
ვიწრო
სარკმლიდან გადმოვფენ სხივებს,
მე
შემომხარის ყველა ცხოველი,
თვალს
გადავავლებ ვერხვებს და იფნებს.
შემოძარცვიათ
უკვე სამოსი,
დააკლდათ
ჩემი სხივების სითბო,
და
ველი, ველი ლამაზ გაზაფხულს,
ის
გამომიხსნის კოშკიდან, ვფიქრობ
ნეტავ, რად მიყვარხარ?!
ნეტავ რად მიყვარხარ, რად ვტირი მე შენთვის,
თუ მთა ხარ მაღალი, ვერასდროს შეგწვდები,
მე ერთი პატარა და უცხო ჩიტი ვარ
და მოკვცილი მაქვს საფრენად ეს ფრთები.
მე შენთან მინდა! ავტ. ელგუჯა ციგროშვილი
მე შენთან მინდა!
შენ დღესასწაულს უჩემოდ ხვდები,
ფერიასავით კოხტა და წმინდა.
მე ერთადერთი სურვილით ვკვდები...
მანდ ყოფნა მინდა!
ვერ შეგისრულე დანაპირები,
ჩემი სტუმრობა ვიცი რომ გინდა.
ფუჭად მისდევენ კვირებს კვირები...
მანდ ყოფნა მინდა!
ქარიც ჩადგება გადარეული,
ალბათ ის რუხი ცაც დაიწმინდა.
დავბორიალობ, ვით მთვარეული...
მანდ ყოფნა მინდა!
ახლა ღამეა, მხარეს შორეულს,
შევბღავი, როგორც ხარ-ლაღი შვინდა.
მე მოვინატრებ ბაგეს გოლეულს...
მე შენთან მინდა!
თავს ზევით თურმე არ არის ძალა,
თვალები სევდით ჩამომებინდა.
ვდგავარ ვარდებით,- როგორც ნიკალა...
მე შენთან მინდა!
ზეციდან ისმის ანგელოზთ ხმები,
დღევანდელი დღე შენთვის გაბრწყინდა.
და კვლავ იგივე სურვილით ვკვდები...
მე შენთან მინდა!
ელგუჯა ციგროშვილი
ქ.თესალონიკი. 27.10. 2012 წელი.
ოლიმპოს კონტურები (სატრფიალო)
მე
დღეს ოლიმპოს კონტურები თვალით მოვნიშნე,
და
შენი სახე, მშვენიერი, ამ მთების ფონზე,
და
გადაუშლელ წიგნში ჩავდე თითქოს სანიშნე,
შენს
ლამაზ თვალში დავინახე ლურჯ ზღვათა ზოლი.
ჩემი
იყავი ერთი წუთი, თუ ერთი წამი,
შენით
შევივსე, შენშიც დავრჩი, ალბათ, ნაწილად,
მოვა
დრო, როცა გადაუშლელ წიგნის ამ ფურცლის
შევძლებ ნახვას და თან სიამით იმის წაკითხვას.
Wednesday, October 27, 2021
შენ, ვისაც გიყვარვარ! (სატრფიალო)
ვიცი, რომ გიყვარვარ, არ გინდა გამოტყდე,
და
იქნებ შენს თავსაც ძნელად თუ უტყდები,
ეს
მე ვარ, მოვდივარ ხანდახან სიზმრადაც
და
ნაზი ლექსებით ივსება ფურცლები.
ხან
სირინოზი ვარ, გიმღერი, გიზიდავ,
თუმც
სიკვდილისათვის მაინც ვერ გაგწირე,
შენა
ხარ, მე ვისაც ამდენ ხანს ველოდი,
შენთან
მოსასვლელად სულ ველი ამინდებს.
მოვალ
და სათუთად თავს მკერდზე მოგადებ
და
მოვის გულისპირს დაგილტობ ცრემლებით,
მანამ
კი ღამეულ სიზმრებში მელოდე,
რომ
ერთად დავსეროთ ბაღები ედემის.
შენ, მომღერალო ბულბულო!
შენ მომღერალო ბულბულო,
Tuesday, October 26, 2021
ჰოი, ნისლებო! ავტ. მამუკა ოჩიაური
მომნატრებია ერთი ქალშავა
ბედნიერი დილა (ერთსტროფიანი)
წამოვდექი,
ტუჩზე ხელი გადაგისვი
და
გისურვე ბედნიერი, მშვიდი დილა,
მაგრამ
შენმა მიმალულმა ქარაშოტმა,
ხელი
მტაცა და ლოგინში ჩამითრია.
მინდა, ჩემს გვერდზე იყო ყოველთვის!
და
შეგისუნთქო როგორც ჰაერი,
ხომ
გამიქრობდი ყველა იარას, -
აღარც
ტკივილი, აღარფერი.
შენ
გაზაფხულზე ია ხარ ნაზი,
ზაფხულში
მინდვრის ჭრელი პეპელა,
შემოდგომაზე
მოსხმული ვაზი,
ზამთრში
ფიფქი, რომ ცრის ნელ-ნელა.
და
როგორ გითხრა, მიყვარხარ ძლიერ,
ესეც
არ ვიცი, არ მყოფნის ძალა,
შენ
კი თუ გიცვლის რაიმე იერს?!
კლდე
ხარ თუ მხოლოდ წადილსა მალავ.
მარტო ვარ!
მე
შემოდგომის ერთი ფიქრი ვარ
და
ქარი სადღაც ორმოში მითრევს,
თითქოს
მოვდივარ ოაზისიდან,
ახლა
კი მივდევ დაძონძილ კიდეს.
შორს
დარჩა შინდი, ფერები მშვიდი,
როგორც
ყარიბი, ყველამ დამტოვა,
და
თუ სამყარო მეგონა დიდი,
ვზივარ ნაჭუჭში და სულ მარტო ვარ.
Monday, October 25, 2021
ქალი, ავტ. ელგუჯა ციგროშვილი
ქ ა ლ ი !
"დრონი მეფობენ", ავტ. ელგუჯა ციგროშვილი
„დრონი მეფობენ!“
მალე მეც მოვალ (ერთსტროფიანი, სატრფიალო)
მალე
მეც მოვალ თეთრი ზამბახით,
ლურჯი
კაბით, ზედ პეპლები მაზის,
მინდა
რომ ვიყო ძალზე ლამაზი,
რომ
დამეწაფო, როგორც ოაზისს.
წლები, ავტ. ელგუჯა ციგროშვილი
წლები...
Sunday, October 24, 2021
ასე მგონია! (სატრფიალო)
ასე
მგონია!
მგონია,
უკვე გადაგავიწყდი,
აღარ
წერ ლექსებს ანდა წერ სხვისთვის,
ასე
მგონია, ეს აგონია,
რაც
შენა გჭირდა, ბავშვობამ იცის.
შენ
ნამთვრალევი ეჭდობი ღამეს,
და
მიუყვები ბნელ ქუჩებს სიზმრის,
და
მიკვირს, მიკვირს,ასე სათუთად
რად
ეფონები ამ ცას და თბილისს.
ასე
მგონია, გადაგავიწყდი,
გრძნობათა
ნაფაზს ატარებ ფილტრში,
ჩემს
თავს ვადარებ უღვთო ამორძალს,
თავისდა
მიჯნურთ რომ უსჯის სიკვდილს..
შენ ერთს მოგიძღვნი! (სატრფიალო)
მარისელი, ზღაპარი
მარისელი
იყო ერთი პატარა გოგონა, სახელად მარისელი. ლამაზი იყო, ზღვისფერთვალება, გამრჯე და მშრომელი, კარგად სწავლობდა, რომ გარშემომყოფები გაეხარებინა, მაგრამ შეამჩნია, რომ ათას რამეს ჰპირდებოდნენ ადამიანები, მაგრამ ხშირად დანაპირებს არ უსრულებდნენ, რატომღაც მისი არსებობაც კი ავიწყდებოდათ, ყველას თავისი ფიქრი და საქმე ჰქონდა. ის კი სულ ელოდა და ელოდა, როდის უყიდდნენ ლამაზ ვარდისფერ კაბას, ყველაზე დიდ თოჯინას, სათამაშო მატარებელს, ფოჩიან კანფეტებს. წლები გადიოდა, მარისელი მიხვდა, რომ ადამიანები ხშირად იტყუებიან და იმას არ აკეთებენ, რასაც გპირდებიან. ძალიან ეწყინა, გული ეტკინა. ერთ ღამესაც სიზმარში კეთილი ჯადოქარი გამოეცხადა და უთხრა, რაც გინდა მთხოვე, შეგისრულებო. იმასაც აღარ დაუჯერა, დაცინვით სთხოვა, ხედ გადამაქციეო. ჯადოქარმა დანაპირები შეასრულა. მარისელი ჭადრის ხედ გაადააქცია. მას მერე დგას ჭადარი, თეთრად ხან ფირუზისფრად ბრწყინავს მზეზე და როცა ქარი მის ფოთლებს აშრიალებს, ჩუმად გვეჩურჩულება, აუცილებლად შევასრულოთ დანაპირები, რომ ვიღაცას დედამიწაზე გული არ ვატკინოთ.
Saturday, October 23, 2021
მინიმები (ერთსტროფიანები)
აღარ მაკავებს მე არაფერი,
მინდა მოვისხა ფრთები, გავფრინდე.
მზის სხივად გადაგეფინე (სატრფიალო)
მზის
სხივად გადაგეფინე,
დავკოცნე
შენი ტუჩები,
მერე
თვალებში ჩაგხედე,
ავაბრიალე
მუნჯები,
შუბლი
დავკოცნე, თმის ღერიც,
შენი
მკერდიც და თითებიც,
ახლა
ხომ ჩემი ჯერია, -
მოგელაციცე
ფიქრებით...