სადაც მზე წამწამს მთის წვერებზე სხივებად დახრის,
იქ სადაც ცამდე აზიდულა კენარი ალვი
და მოლოდინში აღარ ვზომავ დროსა და მანძილს.
მზის ჩასვლამდე და აისებზეც დაგელოდები,
დე, გავითანგო ხან წვიმაში და ხან ნამქერში,
ვიცი, რომ მოხვალ, ამიტაცებ სხივივით ხელში
და მარადიულ უსაზღვრობას შევეფარებით.
და ჩვენც გავხდებით ნაწილები ამ ზეცის.
No comments:
Post a Comment