იმ ღამეს როცა ერთად ვიყავით,
გეჭირა ჩემი სულ ცივი ხელი,
და მიცქეროდი ისე მდუმარედ,
ვით მთვარეს თოვლით ფენილი ველი,
ჩვენს განშორებას ხედავდა სარკე
და ირეკლავდა ჩვენს უხმო ჩრდილებს,
და ჩამი-ჩუმი არსად ისმოდა,
ეჯახებოდა ფიქრები ფიქრებს.
ამ უხმო ტაატს წამის, წუთების
ჩვენ გავუყევით სხვადასხვა გზებზე,
მაგრამ სამყარომ ისევ მოგვაგნო
და ახლა ისევ ერთმანეთს ვეძებთ.
12.09.2021წ.
No comments:
Post a Comment