პოეტი - ემიგრანტი, ელგუჯა სტეფანეს ძე ციგროშვილი, დაიბადა საქართველოში, ქ. თელავში, 1953 წლის 3 ივლისს. დააამთავრა თელავის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ისტორია–ფილოლოგიის ფაკულტეტი (1976 წ.) და თბილისის სასულიერო სემინარია ( 1993 წ.). სხვადასხვა დროს მუშაობდა წითელწყაროს რ-ნის სოფ. არხილოსკალოსა და ქვემო ქედის საშუალო სკოლების მასწავლებლად, ასევე, წითელწყაროს განათლების განყოფილებაში, დირექტორის მოადგილედ თელავის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკუმსა და იყალთოს პროფტექსასწავლებელში; რუსთაველის საზოგადოების თელავის რაიონული ორგანიზაციის (თავ-რე – გოგი შათირიშვილი ) პასუხისმგებელ მდივნად; დემოგრაფიული საზოგადოების კახეთის სადროშოს ( თავ-რე, მწერალი ლადო მრელაშვილი) პასუხისმგებელ მდივნად; თელავის სახ. პედაგოგიურ ინსტიტუტში კითხულობდა ლექციებს. 1994 წლიდან დღემდე, 28 წელი, იმყოფება ემიგრაციაში, საბერძნეთში, ქ.თესალონიკი. არჩეული იყო ქართული დიასპორის კონფედერაციის თავმჯდომარედ; 2010 წელს მან დაარსა და გახლდათ ქ. თესალონიკის ვაჟა-ფშაველას სახელობის ქართული საკვირაო სკოლის ხელმძღვანელი და პედაგოგი.
2011 წელს მისი თაოსნობით ქ. თესალონიკში ჩატარდა ,,ვაჟაობის" სახალხო დღესასწაული.
იგი არის სამი პოეტური კრებულის ავტორი: ,,მე მოვინატრებ" , სატრფიალო ლირიკა (თბილისი, 2022წელი, გამომც. ,,მწიგნობარი"), ,,ოღონდ ნუ დამიღონდები"( თბილისი, 2023 წელი, გამომც. ,,მწიგნობარი"), ,,მე ვარ ადამი", 100 რჩეული ლექსი (2023 წელი, შპს ,,გრადაციის" სტამბა")
ელგუჯა ციგროშვილის ლექსები დაბეჭდილია: ლიტერატურული ალმანახი ,,ხორნაბუჯი" (2021 წელი, თებერვალი, N10) , საზოგ,- ლიტერ. ჟურნალი ,,ოლე"(2021 წელი, N 4) ლიტერატურული ჟურნალი ,,ანეული" , 2022 წელი, N 2) გაზეთი ,,გზა" (2023 წელი, 1 მარტი), ,,ლიტერატურული მესხეთი" (2023 წელი, დეკემბერი, N13).
ელგუჯა ციგროშვილი გახლავთ მრავალი პოეტური კრებულის თანაავტორი, ,,რომ არ მიყვარდე", 1, 2 ტომი (თბილისი, 2021, 2022), მინიატურული პოეზია, ტომი 2 (2022წელი), ლექსის აკვანი, ტომი 9, 11 ( თბილისი, 2022, 2023 წელი), ,,21-ე საუკუნის პოეზია"(2023 წელი) და სხვა.
2014 წელს ელგუჯა ციგროშვილი ქ. თესალონიკის ემიგრანტთა შორის ჩატარებული ლიტერატურული კონკურსის ერთ-ერთი გამარჯვებულიც გახდა.
2022 წელს, როგორც წმინდა ნინოს ფესტივალის ლიტ. კონკურსის ერთ-ერთ გამარჯვებულს მას გადაეცა წმინდა ნინოს ჯვრის მედალიონი.
ქ 2013 წელს, დაბადებიდან 60 წლის თავთან დაკავშირებით , საქართველოს დიასპორის სამინისტროსგან გადაეცა მილოცვის სიგელი, როგორც საპატიო ემიგრანტს.
2023 წელს ქ. თესალონიკში, სადაც ის ცხოვრობს და მოღვაწეობს ამჟამად, 2023 წლის დეკემბერში გადაეცა საპატიო ემიგრანტის წოდება.