ფანჯრის რაფაზე ბალბებს შვცქერ ნაზებს, ფაქიზებს,
და სილამაზე მათი ძლიერ, ძლიერ მაკვირვებს,
დედას უყვარდა, გამორჩევით თეთრი ბალბები,
სიწმინდესა და სისპეტაკეს ნაზიარები.
ახლაც ვიყნოსავ იმათ სურნელს, მის თავს მაგონებს,
მოგონებების თან მივყვები ზღაპრულ ვაგონებს,
და არასოდეს ამ ფიქრებით არ დავიღლები,
ფანჯრის რაფას ხომ სულ ამშვენებს თეთრი, წითლები.
No comments:
Post a Comment