ექსპრომტად იუბილარ
მედეა უძილაურს !
1 . შენ არასოდეს
ჰგავდი მიწიერს ,
მწყემსავდი ცაში ...
და ეხლა , როცა
წლებმა გიწიეს ,
თმაში ჭაღარით
კვლავ დარჩი ბავშვი .
2 . დროის ქარბუქი
წარსულს მინამქრავს , ~
იქ , მოგონებებს
ტკბილადა სძინავს ...
მაგრამ შენ მაინც
ჰგავხარ მინანქარს ,
ძველებურად რომ
ელავს და ბრწყინავს .
3 . არ გაურიო
ბზარები ხმებში
და ვერც ცხოვრება
შეგიცვლის იერს ...
დარჩი ღრუბლებში , ~
შენს ოცნებებში ,
ნუ შეერევი
ცოდვებს მიწიერს !
ელგუჯა ციგროშვილი .
თესალონიკი . 14 . 04 . 2017 წელი .
No comments:
Post a Comment