Friday, November 11, 2022

მგონი უნდა ვინადირო!

 მგონი უნდა ვინადირო ჯიხვზე, ნიამორებზე,

მერე იქნებ ბედიც ვცადო შევარდენზე, ქორებზე,

თორემ ვხედავ, რომ ცხოვრებას დაეკარგა ხალისი,

რომელ ორმოს მიადგები, ვერ განსაზღვრავ, არ იცი.

მინდვრად მინდა დავდგა ჩემთვის ოცნებების კარავი,

დამნათოდეს მზე და მთვარე ვარსკვლავების ამალით,

და კოსმიურ სიჩუმეში კრიმანჭულის ჰანგებით,

დედამიწას ქართველები  სამუდამოდ დავრჩებით. 




No comments:

Post a Comment