სისხლიანი მზე შეცურდება ჩქერში ნილოსის,
და არა ჰყოფნით მობანავე ბავშვთა ზრდილობა,
არ მომებლანდონ, ფსკერზე დავრჩე, თუ კი ვიხრჩობი.
იქნევენ ხელებს,მეც გამირბის თვალები სადღაც,
მინდა რომ ავცდე იმ სუყველას დრო და სივრცეში,
იქნებ ხელახლა დავიბადო გუგულის ბარტყად,
ამ ჩემს სიცოცხლეს სხვა გადაყრილ ბარტყებს მივცემდი.
No comments:
Post a Comment