საით მიფრინავ, ნაზო ნიავო,
მოელამუნო გინდა ყვავილებს,
უსახელოთა საფლავებისთვის,
უფალი, ალბათ, ყლუპ-ყლუპ გარიგებს,
რომ შევსვათ წყარო ჩვენ უკვდავების,
აბა, ეს გმირნი ჩვენ ერმა ზარდა,
ძალი გადმოვცეს ჩვენ მიტევების,
აბუსერიძეთ გვიდიდოს სხალთა.
გაშლილ ველებზე გაინიავე,
და დაგვილოცე გლეხკაცის ხელი,
ავსებულია დოქი პირთამდე,
სისხლსავსეობა მოგვეცი ჩვენი.
მოგვეცი რწმენა, ნიჭი, არსობა,
რომ შევიმეცნოთ გენი ქართველთა,
გამოგვიგზავნე ჩვენ მახარობლად,
შთამომავალი დიდ არაგველთა.
.
No comments:
Post a Comment