Saturday, November 5, 2022

პირიმზეს!


პირიმზეს!
(ხალხურ მოტივებზე)
შენს სულში ჯერ ისევ
ჯანღი წევს ღრუბლების,
და ერთ მთას ეხვევა,
არ ვიცი, რა მიზნით...
გადიგდე, ბეჩავო,
იმაზე ფიქრები
არარას გარგებს და
შენს გულს კი დაიღლი.
შენ ერთი ყვავილი
კლდის გულზე ყოიხარ,
პირიმზეს გეძახის
ამვლელი-ჩამვლელი,
გოროზს და მიუვალს
რაისად უნდიხარ,..
მაინც რომ ჯიუტობ
და იმას გასცქერი,
იმისი ყურება
არაფრად არ გარგებს,
მზის სხივებს და ღიმილს
შენა ხარ ნაჩვვი,
იმის გულს თოვლი და
ყინული დაფარავს,
შენკი იმ ცხელგულა
პირიმზედ დარჩები...
მაია დიაკონიძე
5.11.2022 წელი




No comments:

Post a Comment