Wednesday, November 23, 2022

როგორ მანაზებს (სატრფიალო)


როგორ მანაზებს ოქროსფერი ხეების თრთოლვა,
წვება ჩემს გულში ქარვებად და ზურმუხტ-ლალებად,
შენ გელი ისევ, სიყვარულით აღსავსე მოხვალ,
და მომახურებ წითელ-ყვითელ ფოთლებს საბნებად.

რომ ჩემს ნაზ სხეულს ამ სიცივემ არ გაჰკრას ბრჭყალი,
არ დაათოვოს ყინულებით სავსე ზამთარმა,
ამ რას დამაკლებსქარიშხალი, შუქივით მალი,
ყინვის დედოფლის სუსხიანი მწე და ამალა.

მე კი, მზის შვილი, მზეს ველი და ამითღა ვცოცხლობ,
მზე ხომ ოდითგან, გაჩენილა კაცთა იმედად,
მოთოვოს მთებში, ოღონდ, ღმერთო, გულში ნუ მოთოვს,
ირმისთვალება გაზაფხულიც მალე იქნება.










No comments:

Post a Comment