წვიმდა, წვიმდა, და არაფრით გადაიღო,
ჩამოიქცა ლამის მთელი ზეცა,
შენს თვალებში მაინც მზე და მთვარე იყო,
ვერაფერი ვერ უცვლიდა ფერსაც.
წვიმდა, წვიმდა, მოჟღურტულე ჩიტუნიებს,
ფოთლების ქვეშ მოენახათ ბინა,
მე და შენ კი განა წვიმა გვაშინებდა,
ერთად ყოფნის სიხარული გვჭირდა.
No comments:
Post a Comment