Wednesday, November 9, 2022

მე მის თვალებში შევნიშნე რისხვა



მე მის თვალებში შევნიშნე რისხვა,
იკლაკნებოდა ელვა-კვესებად,
იუდეველთა მეგონა მირქმა,
ხატს მგლეჯდნენ თითქოს გულის კედლებთან.

როგორც ტირიფი მჩქეფარე რიონს
ვაძლევდი დარდს და მწუხარე ცრემლებს,
ცხოვრება თუმცა არაფრით  მინდობს,
მიეცი შვება ჩემს გულის მკვლელებს. 
,



No comments:

Post a Comment