Thursday, November 24, 2022

 ვწევარ კუბოში და მაყრიან ირგვლივ ყვავილებს,

ერთადერთმა შენ მომიტანე წითელი ვარდი,

ცივ ხელისგულში მოწიწებით, ნაზად  ჩამიდე,

მაგრამ ვიგრძენი, სიყვარულად და სისხლად წამსკდი.


მე არ მინდოდა განშორება და ვიცი არც შენ,

მაგრამ რა არის შეყვარებულ სულთა სიშორე,

შენ ხომ ამქვეყანად მოსაგონრად ჩემს თვალთა დარჩი,

მე არ მიღირდა აქ უშენოდ უქმი სიცოცხლე.

 

და დავადექი გზას, რომელიც მომიყვანს შენთან,

შენს გულში მარად დავრჩები და მარად ვიცოცხლებ,

თუ ჩემს ხელისგულს, ცივს, გაყინულს სათუთად გაშლი,

წაიღე ვარდი, - ჩემი სისხლი  და მომიგონე.












No comments:

Post a Comment