Thursday, November 24, 2022

ლამფას ვუცქერი

 ლამფას ვუცქერი, ბებია რომ ანთებდა ხშირად,

ჩამოგვივლიდა, დაგვხედავდა ღამით საწოლში,

ჩვენს უკითხავად, ულმობელად დღენი მიდიან,

ომნატრებია, ბებო, შენი ძროხის მაწონი.

მიდიან ბინდში აჩრდილები, შენც აქ ხარ ვიცი,

და გადასცქერი ეჭვის თვალით უნაბის ხეებს,

თვალით მაჩვენებ, სჭირდებაო ამ ხეებს გასხვლა,

არ ვარ მართალი, მაინც ვიცი, არ შემაჩვენებ.

დაპატარავდა ეს სახლიც და იმისი ეზოც,

აქ მარტოობამ, უშენობამ გაშალა ფრთები,

თუ გადავიტან ამ წვიმების თავლაფსხმა სეზონს,

შინ დავბრუნდები სიყმაწვილის კამკამა გზებით. .






No comments:

Post a Comment