Friday, November 25, 2022

უ შ ე ნ ო ბ ა, ავტ, ზაზა ფელიშვილი, ექსპრომტად პოეტისა და მხატვრის, მაია დიაკონიძის ლექსისთვის ,,ჩემი სახლის წინ ალვები დგანან"

 1473. უ შ ე ნ ო ბ ა

( დაწერილია ექსპრომტად პოეტისა და მხატვრის, მაია დიაკონიძის ლექსის ,,ჩემი სახლის წინ ალვები დგანან" წაკითხვისას)
შეივერცხლნენ ხეები და
ცივა წერეთელზე, ცივა...
შენს ქუჩის გზას გავყვები და
უშენობა ისევ მცივა...
შენი ფანჯრის ძირში ვერხვებს,
უშენობა დაუგდიათ,
ჩემნაირებს ვუმზერ ბევრ ხეს,
მათაც ცუდი გაუგიათ...
გაუგიათ მარტოობის
და სევდების ნაბიჯები...
უშენოდ და მარტოდ მოდის
ეს ზამთარი... გავგიჟდები!!!
უშენობამ შეგვამცივნა
მე და ვერხვებს! მე და ჭადრებს!
ზამთარმა და გრძნობამ ცივმა
დარდის ფხალი შემაჭამეს...
24.11. 2022 წ. სოფ. ქიწნისი.
ზაზა ფელიშვილი.

1474. ზამთრის ივლისი

( კარგ მეგობარს, მხატვარსა და პოეტს მაია დიაკონიძეს)
მშვიდი რომ ხარ, როგორც სიო,
მიტომ მშვენობს თბილისიო,
სადაც ცხოვრობ იმ ქუჩის ხალხს
უკვირს ზამთრის ივლისიო...
ეს შენ,
ეს შენ,
ეს შენ მზეობ
და ცის ფერად იცინიო!!!
24.11.2022 წ. სოფ. ქიწნისი.
ზაზა ფელიშვილი

1475. მაი-ქალი

( ისევ მაია დიაკონიძეს )
არ გსურს ფუნჯი გიტარაში
,,გაცვლით კურსით" გაგიცვალო?...
თქვა: ,,არც მხატვარს, მით მუსიკოსს,
ვერანაირშესადარო!!!"
აბა კარგად შემომხედე
ვინმე ხელოვანი ვარ რო???
შენა ხატე,
შენ იმღერე
კარგო ხელოვანო ქალო!
მე? მე არც კი დავიჯერებ
,,კარგად წერსო," რომც თქვან ხვალ რო...
შენ იმღერე,
შენ ხატე და
ლექსიც შენ თხზე მაი- ქალო!!!
24.11. 2022 წ. სოფ. ქიწნისი.
ზაზა ფელიშვილი

1476. ოქრო- გიშერი

( მაია დიაკონიძეს )
ეს დღეც შენია ის დღეცა,
შენს სახეს ირეკლს ისევ ცა,
,,ქალი მაჩუქე!"--- შენს თავს მთხოვს
ცა და რა უნდა მიმეცა?!
თუ არ მოიშლის მაგ თხოვნას,
არ გავუბრაზდე კიდეცა...
ჩვენი მზე არის მაია,
სხივითაც გვიყვარს... ისეცა!
სამკაულია და ცაო
ვერ მოგცემთ ოქრო- გიშერსა!!!..
24.11. 2022 წ. სოფ. ქიწნისი.
ზაზა ფელიშვილი.

No comments:

Post a Comment