Monday, November 28, 2022

უშენობის წლები (სატრფიალო)

განა უშენობის წლებმა, 

მე არ გადამღალა, ფიქრობ,

გულზე გადიარა ძეწნამ,

აღარ შემარჩინა სითბო.


სულში ჩამალული დარდი,

მხოლოდ ლექსის ბწკარებს ვანდე,

ზევით შავ ღრუბლებში ადის,

გზები დამიბურა ცამდე.


ახლა შემოდგომის ფიქრებს

ვეღარ მოვიცილებ ალბათ,

ისევ უშენობა მიტევს

და შენც არ მიტოვებ სხვა გზას.





No comments:

Post a Comment