დაფხრეწილი კაბის კალთა
ზევით ამაქვს რონინ-რონინ,
თუ ამან არ გამიმართლა,
ქვევით ჩავალ თეთრი ჩოხით.
შევალ, თითქოს იქა მიჯობს,
ფრთამოტეხილს რომ არ ვგამდე,
იქნებ იქაც არ მიმიღონ
და მზესავით ამოვბრძანდე.
No comments:
Post a Comment