Thursday, November 3, 2022

ღიმილი, შენ რომ გაქვს (სატრფიალო)



ღიმილი, შენ რომ გაქვს, კამკამა - ტბა რიწა,
იხსნება ლივლივა ლურჯი ცის სამანი,
შენს ფერხთით თამაშობს ბურთი დედამიწა,
არ მიგვიანდება გულთბილი სალამი.

დავხატო?! ან როგორ გადმოვცემ ფერებით,
რა ვიცი, ზეცაში რა ძალამ აზიდა,
ეგ შენი შუბლი და ლამაზი თმა-წვერი
მაგონებს დიდებულ მყინვარწვერს, მთაწმინდას.

არა, ვერ ჩავატევ სამყაროს მშვენებას,
შენ გაიღიმე და მესროლე ისარი,
და ალბათ მამა ღმერთს ამგვარად ენება, -
შენ მყავდე ამქვეყნად მზე-დასაფიცარი.
მაია დიაკონიძე
3.11.2022წელი






No comments:

Post a Comment