დილის ექსპრომტი
ციკლიდან: ,,ს ა ტ რ ფ ი ა ლ ო"
გულის გამათბობელო,
თვალის ჩინის ნათებავ,
უფლის გამოგზავნილო
ხორცშესხმულო ხატებავ.
ჩემი ფიქრის მოწილევ,
სიზმრის თანაზიარო,
კოცნით დახუნძლული ვარ, –
მინდა გაგიზიარო.
სატრფიალო სიტყვების
მსურს მოგართვა აკიდო,
სიტყვა საფერებელი –
ყურს კუნწულად დაგკიდო.
სიხარულის ელვებად
შენს თვალებში ვიალო,
არ მოგაკლო ვარდები –
თეთრი ვარდის ტრფიალო!
თესალონიკი, 19. 11. 2022 წელი
No comments:
Post a Comment