ქურდი ხილის
როგორც ბავშვი, ხელებს უკან ვმალავ,
ქურდობაზე რომ წამისწრეს ხილის,
ჩემს სულში რომ ჩამომდგარა გვალვა,
სამწუხაროდ, მხოლოდ ახლა მიხვდი.
ვნატრობ იმ ხილს, მეზობლების ბაღნარს,
ახლა ხელსაც გავიწვდიდი მორცხვად,
ხმა ჩამესმის, - მოიპარო, აღარ,
სულ წაიღე, შემოივლი როცა!
ზამთარია და ვიოცებ ცოტა,
მონუსხული ცრემლნარევი ხილვით,
მახსოვს ხელზე ნიკო პაპას კოცნაც,
- გაზრდილხარო, გოგოვ, ქურდი ხილის.
მაია დიაკონიძე
2.11.2022 წელი
No comments:
Post a Comment