Friday, November 25, 2022

,,როგორც თვალი შორს, ისე გულიც შორსო." (ანდაზა), ანტიანდაზა, ავტ. ელგუჯა ციგროშვილი

,,როგორც თვალი შორს, ისე გულიც შორსო." (ანდაზა)
ანტიანდაზა
დრო და მანძილი არაფერს არ ცვლის,
როცა გაქვს ვინმეს ნდომა, სურვილი,
მზეცა და მთვარეც ხომ მთვარე-მზეობს,
თუნდ ღრუბლით იყოს შემობურვილი.

დრო და მანძილი ძნელად ცვლის ჩვენს აზრს ,
როცა გვაქვს ვინმეს ნდომა ~ სურვილი;
მზეცა და მთვარეც ხომ მაინც გვიყვარს ,
თუნდ ღრუბლით იყოს შემობურვილი .

მერე რაა, თუკი ჩემგან შორსა ხარ,
მე არასოდეს არ მეშორები,
თუმც იმ ბიბლიურ ევას მოჰგავხარ,
ადვილად გჯერა გველის ჭორები.
ჭორი, – შავ ღრუბელს მიაგავს ცაზე,
მათაც გაფანტავს დროის ქარები,
ვისაც უყვარხარ, – არ გაგცვლის სხვაზე,
და თუ უყვარხარ, – სულ ეყვარები.
ელგუჯა ციგროშვილი
ქ. თესალონიკი, 3.07. 2022წელი


No comments:

Post a Comment