Thursday, November 24, 2022

დათალხულ ქუჩებს მივუყვები...

 დათალხულ ქუჩებს მივუყვები მძიმე ნაბიჯით,

არ მინდა სევდა, ვიცი ზოგნი შემაჩვენებენ,

ვის უმზერს ახლა ეს მთაწმინდა ახალ სამხილით,

ვიჭერ დარდების, ფიქრის, ოხვრის ცალ-ცალ სეგმენტებს.

კვლავ დაოთხილი გარბის ჩვენგან დრო უსასრულო,

ვერ მოვასწარით ლაგამზე რომ მოვქაჩოთ ხელით,

და როგორც ადრე, შემოვძახოთ იქნებ ,,მაყრულო",

გამოჩნდეს ვინმე, მოაბრუნოს ჟამთასვლის ცხენი.



No comments:

Post a Comment