- მომიკიდე პაპიროსს, - მითხრა ხელის კანკალით,
მის თვალებში ლამაზში ცრემლი თრთოდა ცისფერი,
გალაქტიკის თუ იყო პალიტრა და ნაზავი,
ჩემი ოცნებაც იყო, სიყვარულიც, იმედიც.
- დაგტოვებო ცოტა ხნით, - მახსოვს მისი ნათქვამი,
იმ წუთებში ჩამექცა თვალში ლურჯი მელანი,
გაიარა მანძილი, კილომეტრი ათასი,
გამოაკლლა თითქოს სისხლს რკინა, კალა, მეთანი.
ისევ მას ველოდები ნაერთს ცის და ორგანულს,
მხოლოდ მაშინ ამოვა ველზე მწვანე ბალახი,
მდინარეში დავიჭერ წინწკლებიან ორაგულს,
ღმერთი, ალბათ, სიცოცხლეს, მის მოსვლამდე დამაცდის.
No comments:
Post a Comment