არა გვჩვევია, გვეზარება და არ გვიზიდავს,
და მხოლოდ როცა იშვიათად მარტონი ვრჩებით,
გარდავიქმნებით ცელქ სიოდ და ლამაზ მზის სხივად.
მაშინღა ვფიქრობთ, იქნებ მოსვლა დავაგვიანეთ,
ან იქნებ ადრე დავიბადეთ ამა ყიამეთს,
მაგივრად იმის, რომ ზეცაში რაშით გვეფრინა,
ვაგებთ სოროებს და მიწის ქვეშ ვითხრით გვირაბებს.
რომ უფრო მეტად ჩავიძიროთ ყოფითის ტევრში,
რომ არ იფრინონ იკაროსის მსგავსად ეტლებმა,
ან მზის შეხედვას, ამ ცის, მთვარის რად უნდა ბევრი,
სიყვარულისთვის ნეტავ დრო რად არ გვემეტება?!
No comments:
Post a Comment