მზე არის შენთვის, კამკამა სხივი
და არასოდეს არ ფერმკრთალდება,
თუნდ არ იფენდეს სახეზე ღიმილს.
ადამიანი როდესაც გიყვარს,
ხდები თამამი და ენამჭევრი,
და არასოდეს არა გბეზრდება,
უთხრა: ,,შენა ხარ გრძნობების ტევრი!"
.
ადამიანი როდესაც გიყვარს,
არ ფიქრობ, შურზე, იჭვზე, ღალატზე,
კაცობრიობას მადლობას უძღვნი,
რომ შენ გაჩუქა ეს სილამაზე,
მაგრამ თუ მაინც შენც გაგიმეტეს,
და ეგ თვალები დაბურეს თალხით,
ნუ დაღონდები, ღმერთმა გარგუნა, –
დამტკბარიყავი ნეტარი წამით.
No comments:
Post a Comment