Thursday, November 10, 2022

გულგახეთქილი დაეშვა ციდან (სატრფიალო)


გულგახეთქილი დაეშვა ციდან,
და შემოგეჭრა მაგ ლურჯ თვალებში,
ნეტავ ჩემზე თუ იეჭვიანა,
მზის სხივია თუ პირისფარეში.

შემოეხვია შენს სხეულს სულ მთლად,
მე კი მიჩხვლიტა გულის არეში,
და, ღმერთო, მომეც წამები თუნდაც,
მეც ვიბანავო სხივთა ზვარეში.



No comments:

Post a Comment