Friday, November 4, 2022

არა ვარ მე თქვენი დედა, შვილებო!

არა ვარ მე თქვენი დედა, შვილებო,

მინდოდა კია,  ვყოფილიყავი, 

და მეც ვიწექი სისხლიანი თოვლში ირემი,

მე თქვენ და თქვენ კი ჩემი თავი წაგვართვეს მაშინ,

მინდა ვილოცო თქვენთვის შვილებო,

მუცელში მყავდით, ვერ დაიბადეთ, 

ალბათ როგორი გქონდათ იმედი,

რომ ვაჯობებდი ეშმაკს ამაზრზენს,

რომ დედა თქვენ არ გაგიმეტებდათ,

მტკიოდა მაშინ სულიც და ხორციც,

და ჩემთან, ბეცთან,  ჩემდა იმედად,

ისევე თქვენი ლოცვები მოდის.






No comments:

Post a Comment