Thursday, November 24, 2022

ჩემი სევდა (სატრფიალო)

 ჩემი სევდა მთებს ფიფქებად შეეფინა,

ვინა თქვა, რომ შავი არის სევდა,

გზა და კვალი ჩაიხერგა, მეც მეწყინა,

თოვლი მაინც უსასრულოდ დებდა.

ბავშვებს თვალი იმ მთებისკენ დაეჭირათ,

ქარი აქაც მოიტანსო ფიფქებს,

გამდნარიყო თეთრი თოვლი მთაზე დილას,

მზე აფენდა მწვერვალებზე სხივებს.

გზა გაიხსნა და იმ დღესვე დამიბრუნდი,

ჩემო დიდო საფიქრალო, სევდავ,

და ლოყები ამიჭრელე თოვლის გუნდით,

და ის თოვლი კარგად მახსოვს დღესაც.












No comments:

Post a Comment