ამ ჩემს თვალებს შეერია სევდა
და ლურჯ ზღვებზე სასეირნოდ მიხმობს,
ტალღა მკერდზე სანაპიროს სცემდა,
და ეძახდა, ,,რად ამრიე, გიჟო!
რად მომიხმე, არ გიყვარდი თუ კი,
თუ გიზიდავს პლიაჟზე ქალის კაბა",
მე კი ცხადლივ დავინახე მუნკის
,,კივილი" და ჩამოეშვა ფარდა.
No comments:
Post a Comment