შენ, ოქროპირო!
შენ ოქროპირო, რად არ მანდობ ვენახს და ზვარეს,
გაგცრუებია იმედი და არ გჯერა ჩემი,
დაღონებული, ფერგამკრთალი მიმდგარხარ კარებს,
ხმაც ჩაგწყვეტია, აღარ მღერი ,,ურმულს" და ,,ლილეს",
ჯადოსნურ დილას სევდით გასცქერ, ქვეყნის დარდებით,
და დანთებული სანთლით ხვდები ხვიარა ბინდებს,
დაგსველებია მლაშე ცრემლით მკრთალი ღაწვები.
რა გითხრა, ჩემო, რა ბილიკით მოვიდე შენთან,
იქნებ შენამდე გზა გავკვალო სადმე ზღაპრიდან,
ანდა სიზმარი, რომ ვხედავდით, ლამაზს და ფერადს,
ფასკუნჯის ფრთებზე შემომჯდარი საით გაფრინდა?!
,,გაფრენილს ვეღარ დაიჭერო", უთქვამთ ჩვენს ძველებს,
მაგრამ რა ვუყოთ ამ ჩვენს ნდომას, ამ ჩვენ წადილსაც,
კვლავ გაანათებს ლურჯი ზეცა ამ სახლის კედლებს,
თუ დაიჯერებ ძალს და ჯადოს ქართულ ზღაპრისას.
მაია დიაკონიძე
27.11.2022წელი
No comments:
Post a Comment