განა რა არის ეს ზამთარი, ახლოა უკვე,
და შემოდგომის თვალჭრელები დაგვრჩება ფიქრად,
ქარვაში, ძოწში არეული სუყველა ფერი
გაჰყვება ზამთრის პეიზაჟებს მაინც შავ ტიტრად.
სული რა არის, ლურჯ ზეცაში ეული წერო,
დახმარება და ცხონება რომ კაცთაგან მიაქვს,
და ეს ლექსები, რაც გინდა რომ იკითხო, წერო,
ვერ დაეხსნები უსასობის ღამეულ მირაჟს.
.
No comments:
Post a Comment