Sunday, November 27, 2022

ვარდ-ყვავილებს ვედარები, 

ცისა ფერთა, განა მზისფერს,

და მეც ვფიქრობ, აი, რატომ,

გული მხოლოდ ცისკენ მიწევს.

ამიტომაც ლურჯ ღრუბლების 

კიბეებზე ავალ-დავალ,

ჩემი თავის პატრონი ვარ,

იმ ქვეყნადაც მარტო წავალ.

თუ ამრიე, ქარო, ფიქრში,

თუ ფოთლების შემხვდა რია,

იმ ჩემს წითელ ყვავილს განდობ, 

გზა-კვალი  რომ ამირია. 






No comments:

Post a Comment