Tuesday, November 22, 2022

მე, შენ და მთვარე (სატრფიალო)

 მე, შენ და მთვარე, საოცარი იყო საღამო,

ღრუბლებში ფრენა, დაუვიწყარ კოცნათა კვალი,

და ლურჯი სიო, ალერსივით ნაზი, საამო,

 ქვევით სახლთაგან წამოსული სითბო და კვამლი..

და ისევ გვიხმობს ჩვენ წარსული, ნაზი, ნეტარი,

ვერაფერი შლის დროს გარდასულს, რჩება ჩვენ ორში, 

შენ ისევ მიხმობ, ისევ მელი, ისევ მეძახი,

და უშენობა მე არ მიღირს ორიოდ გროშიც.




No comments:

Post a Comment