Thursday, November 24, 2022

მაინც ეს ტუჩდაბზეკილნი (სახუმარო)

 მაინც ეს ტუჩდაბზეკილი ქალნი რაღაში სჭირიათ,

რომ ვუყურებ, მგონია რომ წყლიდან თევზნი მიღიმიან,

წამწამები დაიგრძელეს, ეს ბოტოქსი რა ჭირია,

წარბნი ისე აუზიდავთ, პირს მადგება სიცილია.

ფეხებიდან აიჭრეს და ხორცი თეძოს მიამატეს,

ვეღარ ნახავ მათ სხეულზე ვეღარც ნაოჭს, ვეღარც ხალებს,

ალბათ, აძლევთ გარდაქმნები ლამაზ ქალებს სითამამეს,

უკიდებენ ფეისბუქზე მამაკაცებს ცეცხლის ალებს.

ააჭრელეს ფოტოშოპის სახეებით ყველა გვერდი,

აღარ დარჩათ თითქოს უკვე საზრუნავი ამის მეტი,

და არ ახსოვს აღარავის ჩვენს პაპათა ფრაზა ერთი,

(ხელში ტკბილს რომ მოგვაწვდიდნენ), – ასე ტკბილად დამიბერდი. 



,





No comments:

Post a Comment